სკამიდან, ავტომობილებიდან აღებული სუნის ნიმუშები ემთხვევა ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებს - შსს ექსპერტი

სულ ნახვები : 540
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სკამიდან, ასევე, ავტომობილებიდან, აღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებთან, - ამის შესახებ შსს-ს ექსპერტი გიორგი ტაბატაძემ განაცხადა. შსს-ს ექსპერტრი, რომელმაც  ბადრი ესებუას საქმეზე ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა,

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს დაკითხეს. 

როგორც ტაბატაძემ სასამართლოს განუცხადა, „საქართველოს ბანკის“  ზუგდიდის ფილიალში, სადაც დანაშაული მოხდა  ამოღებული სკამიდან, ასევე, ავტომობილებიდან, რომლითაც თავდამსხმელი ბანკში მივიდა და ბანკი დატოვა, აღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებთან.

ექსპერტის თქმით, ბადრი ესებუას სუნის ნიმუში 28 თებერვალს ბათუმის ციხეში აუღეს და მას დაცვის მხარე ესწრებოდა.

ზუგდიდში  ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის მოწმეები და ექსპერტები იკითხებიან.

ბადრი ესებუას  წინააღმდეგ  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა