კრემლი უკრაინის მიერ შავი ზღვის გავლით ხორბლის ექსპორტის შეთანხმებას კიდევ 60 დღით აგრძელებს

სულ ნახვები : 241
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთმა გამოაცხადა, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კიდევ 60 დღით აგრძელებს. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განცხადება ამის შესახებ გააკეთა შეთანხმების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, 17 მარტს.

ვადის გაგრძელება მხოლოდ რუსეთის თანხმობით ხდება ხოლმე.

მოსკოვმა ადრე გამოაცხადა, რომ უკმაყოფილოა შეთანხმების გარკვეული პირობებით და მინიშნება გააკეთა, რომ შეიძლება არ დაეთანხმოს ვადის გაგრძელებას. არ არის ცხადი, როდის მოაწერენ ხელს ფაქტობრივ შეთანხმებას. გაეროს წარმომადგენლობამ ჟენევაში განაცხადა, რომ მოლაპარაკება გრძელდება.

მარცვლეულის შესახებ შავი ზღვის ინიციატივის მიღწევამდე, 2022 წლის ივლისამდე, უკრაინა და სხვა ქვენები რუსეთს ადანაშაულებდნენ, რომ შიმშილს იარაღად იყენებს, როცა უკრაინის შავი ზღვისპირა ნავსადგურები ბლოკადაში მოაქცია.

თურქეთის, უკრაინის, რუსეთის და გაეროს შეთანხმებით, მსოფლიო ბაზრისკენ გზა გაეხსნა ასევე რუსეთის სურსათს და სასუქს.

საქონელს ამოწმებენ სტამბოლში, თურქეთის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიერ. შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა მარცვლეულის მიწოდება აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ზოგიერთი რეგიონისთვის.

რუსეთი და უკრაინა მთელ მსოფლიოში მარცვლეულის საკვანძო მიმწოდებლები არიან. ამასთან, რუსეთი სასუქის უდიდესი ექსპორტიორი იყო უკრაინაში შეჭრამდე.

შეთანხმებით გათვალისწინებულია შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა გემებისთვის, რომლებსაც მარცვლეული გააქვთ და ასევე ტვირთვის შემოწმება, რათა არ მოხდეს ამ ხომალდების მიერ იარაღის გადატანა.

გასულ თვეში გაეროს სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ თუ არ გაგრძელდებოდა შეთანხმება, ეს იქნებოდა კატასტროფის ტოლფასი, რადგან აფრიკაში მილიონობით ადამიანი იმყოფება შიმშილის ზღვარზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა