საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობა 80.6%-ით გაიზარდა

სულ ნახვები : 258
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მიმდინარე სავაჭრო ბრუნვამ 7 925 560 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 80.6%-ით გაზრდილ მაჩვენებელში გამოისახა. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 4 388 660 აშშ დოლარს შეადგენდა.

წლიური მაჩვენებლის ფონზე, გაერთიანებული სამეფოდან საქართველოს მიმართულებით იმპორტი გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა. უფრო ზუსტად, 2023 წლის იანვარში ბრიტანეთში 566 620 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო გასული წლის მაჩვენებლის მიხედვით, თანხა 604 390 აშშ დოლარს შეადგენდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მდგომარეობით, გამოკვეთილი 5 იმპორტირებული პროდუქტი ბრიტანეთიდან:

1. მსუბუქი ავტომობილები — 17 013 660 აშშ დოლარი;

2. ავტოგრეიდერები, ბულდოზერები, სატკეპნი მანქანები, ესკავატორები და სხვა — 14 596 880 აშშ დოლარი;

3. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც. %-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები — 7 488 590 აშშ დოლარი;

4. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები — 5 194 560 აშშ დოლარი;

5. ექსპლუტაციაში ნამყოფი ავტომანქანების ნაწილები — 4 705 630 აშშ დოლარი’

გასული წლის მდგომარეობით, გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტირებული ძირითადი 5 პროდუქტი:

1.  სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისგან — 3 718 430 აშშ დოლარი;

2.   ფეროშენადნობები — 2 087 900 აშშ დოლარი;

3.   ყურძნის ნატურალური ღვინოები — 1 636 110 აშშ დოლარი;

4.   ეთილის სპირტი არადენატურრირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც. %-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები — 1 592 190 აშშ დოლარი;

5.   ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები — 1 403 110 აშშ დოლარი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა