ვუსამძიმრებ ბიძინა ივანიშვილს, მამა-მარჩენლის სავარაუდო და იმედია უახლოეს პერიოდში დაპატიმრებას - ლაშა ჩხარტიშვილი

სულ ნახვები : 4,745
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის დაპატიმრება ახლოს არ იქნება, ის იქნება ახალი კიმ ჩენ ინი, ოდნავ დიდი გაქანების, მაგრამ მას მსოფლიოს ძალიან დიდ ნაწილში არ ჩაესვლება - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი ფორმულას ეთერში:

"ვულოცავ ყველას პუტინის წინააღმდეგ დაპატიმრების გადაწყვეტილების გაცემას და ვუსამძიმრებ ბიძინა ივანიშვილს, მამა-მარჩენლის სავარაუდო და იმედია უახლოეს პერიოდში დაპატიმრებას. არ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანი არ იყოს ამ გადაწყვეტილების მომხრე. იმიტომ რომ ფაშისტურ გერმანიაზე არანაკლები დანაშაულებები ჩაიდინა პუტინმა.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის დაპატიმრება ახლოს არ იქნება, ის იქნება ახალი კიმ ჩენ ინი, ოდნავ დიდი გაქანების, მაგრამ მას მსოფლიოს ძალიან დიდ ნაწილში არ ჩაესვლება" - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა