რაგბი ევროპის თასის ფინალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სულ ნახვები : 74
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

19 მარტს, რაგბი ევროპის თასის ფინალი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართება, სადაც ტიტულისთვის ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები შეერკინებიან.

ბორჯღალოსნების მწვრთნელთა შტაბმა დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც ფინალში საქართველოსთვის რიგით მე-15 ტიტულის მოპოვებას ეცდებიან.

ნახევარფინალში რუმინეთთან (31:7) მოგების შემდეგ, სასტარტო რაზმში 4 ცვლილებაა – 3 შერკინებაში და ერთი ხაზში.

ორი ცვლილებაა პირველ ხაზში: როტაციის პრინციპით შეიცვალა მარცხენა ბურჯი და კვაჭი – ფინალში თამაშს ინგლისის პრემიერშიფის ექსეთერ ჩიფსში ახლახანს გადასული ნიკა აბულაძე და შალვა მამუკაშვილი იწყებენ.

მესამე ხაზში ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება ბექა გორგაძე. ხაზში კი, ტრავმირებული გიორგი კვესელაძის ნაცვლად მარქაფიდან სასტარტოში დემე თაფლაძე დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:

ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკა ტაბუცაძე, დემე თაფლაძე, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: ნიკა აბულაძე, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ცუცქირიძე, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე;

მარქაფა: გიორგი ჭყოიძე, გურამ გოგიჩაშვილი, გურამ პაპიძე, ლადო ჩაჩანიძე, თორნიკე ჯალაღონია; გელა აფრასიძე, ლუკა მატკავა, თორნიკე კახოიძე.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი 19 მარტს 23:00 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები