ახალგაზრდული ნაკრები ბულგარელ თანატოლებთან აღარ ითამაშებს

სულ ნახვები : 243
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ერთ-ერთ შეკრებას თურქეთის ქალაქ ბელეკში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდს ორი ამხანაგური მატჩიც ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მხოლოდ ერთს ითამაშებს.

26 მარტს ჩვენები ლატვიელ თანატოლებს ეთამაშებიან. შეკრების ფარგლებში გასამართი მეორე მატჩი კი, ბულგარეთის ნაკრებთან, ტექნიკური მიზეზების გამო, გაუქმებულია. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით.

სვანაძემ უკვე დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ შეკრებას გაივლიან.

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი);

მცველები: გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე (ყველა დინამო თბ), ივა გელაშვილი, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა, ცოტნე კაპანაძე (ყველა საბურთალო), მათე აბულაძე, გიორგი გვიშიანი (ორივე სამტრედია);

ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი (ორივე დინამო თბ), ბექა დარცმელია (ნიუკასლ ჯეთსი, ავსტრალია), ნოდარ ლომინაძე, ნიკა ხორხელი (ორივე სამგურალი), შოთა ნონიკაშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე საბურთალო), გიორგი კვერნაძე (დინამო ბთ), ოთარ ფარულავა (დილა);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი ლომთაძე (გაგრა).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები