თუ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ და ვკარგავთ შანსს - მანჯგალაძე

სულ ნახვები : 261
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ და ვკარგავთ შანსს- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ვადამდელი არჩევნები უნდა ყოფილიყო გუშინწინ, გუშინ, დღესაც უნდა იყოს, ხვალაც უნდა იყოს.

„ვადამდელი არჩევნები უნდა ყოფილიყო გუშინწინ, გუშინ, დღესაც უნდა იყოს, ხვალაც უნდა იყოს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს უჭერს, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას და დიდი ხანი არ გაგრძელდეს მათ მიერ ქვეყნის ნგრევა. ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში: როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით, მარტივად ავუხსენით ადამიანებს თუ რა საფრთხეებს შეიცავდა საქართველოსთვის და ევროპული კურსისთვის რუსული კანონის მიღება, ასევე მარტივად უნდა ავუხსნათ, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი კი არა აქვს, მნიშვნელოვანია ევროკავშირში წევრობისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობა არ არსებობს კანდიდატის სტატუსის გარეშე და კანდიდატის სტატუსი არ არსებობს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გარეშე. ამიტომ უნდა ავუხსნათ ადამიანებს, თუ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ და ვკარგავთ შანსს. ვფიქრობ, რომ ეს იმდენად დიდი შანსია, იმდენად დიდი შესაძლებლობა, იმდენად ისტორიული ამოცანაა საქართველოსთვის, ამის დაკარგვისთვის უნდა გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა