„ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 241
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოველ საათს მნიშნველობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, კახექსიის დროს ასე ხდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს (როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები) უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე” – განაცხადა გიული ალასანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა