ვფიქრობ, ეს აქციები, რომლებიც ტარდებოდა, არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც - გიული ალასანია

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვფიქრობ, ეს აქციები, რომლებიც ტარდებოდა, არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს აქციები, რომლებიც ტარდებოდა, არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც. იმიტომ რომ მოედანზე იდგა ის თაობა, რომელიც მიშას თაობაა. ეს ის თაობაა, რომელსაც მერხებზე ხვდებოდათ ლეპტოპები. სრულიად სხვა პირობებში გაიზარდნენ ეს ახალგაზრდები. ზოგიერთი ისეთი ასაკისაა, რომ 2007 წლის შემდეგ გაიზარდნენ უფრო: როცა მაინცდამაინც კარგი აღარაფერი ესმოდათ, იმიტომ რომ პროპაგანდა სრულიად განსხვავებული იყო. და მერე უკვე, 2013 წლის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა დატოვა ქვეყანა, მით უმეტეს ისეთი შავი პიარი იყო გავრცელებული. ყველაფრის მიუხედავად ესენი არიან თაობა, რომელსაც არ უნახავთ რუსეთი - ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს. არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში ბევრმა არც კი იცის რუსული. არ აქვთ სურვილი, რომ დაბრუნდნენ საბჭოთა კავშირში, რომლისგან გათავისუფლებას 70 წელი ვცდილობდით". - ამბობს გიული ალასანია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა