პუტინი ყირიმში ჩავიდა

სულ ნახვები : 357
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა.  ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ოკუპირებულ სევასტოპოლში ,,კორსუნის" სამხატვრო სკოლისა და საბავშვო ცენტრის შესამოწმებლად ჩავიდა.

არსებული ინფორმაციით, პუტინის ყირიმში ჩასვლა ნახევარკუნძულის ანექსიის წლისთავს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია 2014 წლის თებერვლის ბოლოს -  მარტის დასაწყისში მოახდინა.

16 მარტს ოკუპანტებმა ჩაატარეს ფსევდორეფერენდუმი ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების შესახებ, 18 მარტს კი ამ ფსევდოკენჭისყრის „შედეგები“ რუსეთმა დოკუმენტურად დააფიქსირა უკრაინის ტერიტორიის მიტაცება გააფორმა.

გუშინ, 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პუტინის დაკარების ორდერი გამოსცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა