ქუთაისში მართვის მოწმობის მიღების სანაცვლოდ ქრთამის მიცემის გამო ერთი პირი დააკავეს

სულ ნახვები : 630
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შსს-მ ქუთაისში მართვის მოწმობის მიღების სანაცვლოდ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "მომსახურების სააგენტოში", მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა კი ამის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

საქართველოს პროკურატურამ  დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა