შსს თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში გაუფრთხილებლად შევიდა და სტუდენტებს პირადი მონაცემები გამოართვა

სულ ნახვები : 419
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წელიწადში ერთხელ მოდის მართლწესრიგის ოფიცერი და ადგენს ვინ ცხოვრობს და ვინ არ ცხოვრობს — ამბობს TV პირველთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, თინიკო იზორია.

არ აფრთხილებენ არავის. ეს ასეა. ეს არის ჩვეულებრივი ღონისძიება, რომელიც ყოველწელს ტარდება. წელიწადში ერთხელ მოდის მართლწესრიგის ოფიცერი და ადგენს ვინ ცხოვრობს და ვინ არ ცხოვრობს. აქ არანაირი გაფრთხულება არ არის. ადგილზე მივა, დახვდება, ჰკითხავს ვინ ხარ, რა ხარ - მეტი არაფერი. არანაირი ჩხრეკა არ ყოფილა, - ამბობს თინიკო იზორია.

შეგახსენებთ: ორი დღის წინ, სტუდენტურ საცხოვრებელს შსს-ს წარმომადგენლები გაუფრთხილებლად ეწვივნენ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პირადი მონაცემები გამოართვეს. ისინი მომხდარს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ დაკავებების სერიას უკავშირებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიხედვით, ვიგებთ, რომ ადმინისტრაციას სტუდენტურ საცხოვრებელში შსს-ს შესვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა