ვალდებულების შესრულება არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა - ანი წითლიძე

სულ ნახვები : 247
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველივე დღეებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობდა ყველა ფორმატში, რაც უკავშირდებოდა 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებას, თუმცა ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ცალსახად არის ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვალდებულებების შესრულება უნდა მოხდეს იმგვარად, როგორც ამას საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ.

„ვალდებულების შესრულება არის დღეს ნომერ პირველი ამოცანა, მათ შორის, ოპოზიციის, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, როდესაც ვსაუბრობთ 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე, ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, და არა ისე, როგორც ამას ასრულებს საქართველოს ხელისუფლება.

ამის მაგალითები გვაქვს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როდესაც ზუსტად იმავე არგუმენტებით უარყოფითი შეფასება ვენეციის კომისიიდან მიიღეს, ამის ნათელი მაგალითი გვაქვს ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის არასაკმარისი, რომ 12-პუნქტიანი ვალდებულება შესრულებულად ჩაითვალოს. ასევე, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, რაც ასევე არაერთხელ გვითქვამს და რაც გაამყარა ვენეციის კომისიის დასკვნამ, რომ ეს განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც ხელისუფლება აპელირებს, რომ ასრულებს 12-პუნქტიან ვალდებულებას, რეალურად არის მოჩვენებითი და არა რეალური და ქმედითი, რასაც ითხოვენ ჩვენგან საერთაშორისო პარტნიორები. „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი, რაც სურს, ეს არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და რუსული ინტერესების გაძლიერება ამ ქვეყანაში. „ქართულ ოცნებას“ რომ სურდეს 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულება, მაშინ ამ 12-პუნქტიანი ვალდებულების შესრულებაზე არ დატოვებდა არცერთ კითხვის ნიშანს და არცერთი კითხვის ნიშანი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით არ ექნებოდათ. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ არცერთი შესრულებული ვალდებულებებიდან არცერთი პუნქტი არ არის ისეთი, რომელიც არ იმსახურებს კრიტიკას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ეს კიდევ უფრო მეტად გაამყარა ვენეციის კომისიის უკანასკნელმა დასკვნებმა 12-პუნქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა წითლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა