სადებიუტო პორტუგალიიდან საიუბილეო პორტუგალიამდე

სულ ნახვები : 254
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2000 წელს  ექვს გუნდიანი ევროპის ერთა თასი დაარსდა, რომელიც არაოფიციალურად „უმცროს ექვს ერადაც“ იწოდებოდა. ამ სახელით ტურნირი 2016 წლამდე ტარდებოდა და პირველ სამ გათამაშებაში ჩემპიონი ერთი წლის შედეგად ვლინდებოდა. 2003-08 წლებში კი, გამარჯვებულის გამოსავლენად ორი წლის შედეგები იკრიბებოდა. შემდეგ ისევ ერთწლიან ციკლს დაუბრუნდა, ხოლო 2017 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატად იწოდება.

შედეგად, განვლილ 23 წელიწადში 20 გათამაშება ჩატარდა და მათგან 14-ში საქართველომ იმარჯვა. 5-ში რუმინეთმა, ერთხელ რაგბი ევროპის გიგანტთა დავაში პორტუგალია ჩაერთო და 2003-04 წლების ჩემპიონი გახდა.

წელს ფორმატი ისევ შეიცვალა. მონაწილეთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, გუნდები ორ ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ, მისი დასრულების შემდეგ კი, ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავიდა და ჩემპიონიც ფინალურ ჯახში გაირკვევა.

ფინალი 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ჩვენი დროით 23 საათზე დაიწყება მასში საქართველო პორტუგალიას ერკინება.

განვლილი 20 ჩემპიონატის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ (2003-04) დაიკავა მე-3 ადგილი, სხვა ხუთ შემთხვევაში რუმინეთს ჩამორჩა.

2012-17 წლებში, საქართველოს სარეკორდო, 28-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, რომელიც 27 მოგებას და 1 ფრეს მოიცავს. 2018 წლიდან ახალი ათვლა დაიწყო და 2023 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ძლევის შემდეგ, კვლავ 27 მოგება და 1 ფრე გვაქვს. ამრიგად, ფინალში პორტუგალიასთან გამარჯვებით, ბორჯღალოსნები წაუგებელი მატჩების საკუთარ რეკორდს 29-მდე გააუმჯობესებენ!

საქართველომ ტურნირზე ჩატარებული 117 თამაშიდან 99 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 13 დათმო. ევროპის ერთა თასზე ბორჯღალოსნებმა პირველი მატჩი 2000 წლის 6 თებერვალს, ლისაბონში პორტუგალიასთან გამართეს და 32:30 მოიგეს. სიმბოლურია, რომ პირველი გამარჯვება პორტუგალიასთან მოვიპოვეთ, რომელთანაც 19 მარტს ბადახოსში მე-100 გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ!

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა