შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრის შესაძლო შეცვლაზე

სულ ნახვები : 203
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მანამ სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და ადგილების ოლიგარქი, პრობლემა იგივე რჩება“. — ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვარით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. მანამ სანამ ჭადრაკის ფიგურებს ცვლის და აადგილებს ოლიგარქი, ჯამი ანუ პრობლემა რჩება იგივე. მთელი ამ ათი წლის მანძილზე და განსაკუთრებით რუსულ კანონთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ დეპუტატები თუ მინისტრები არიან ჭადრაკის დაფაზე ივანიშვილის მიერ დადებული ფიგურები, რომლებსაც ნებისმიერ დროს ააყირავებს, გადააადგილებს, ჩაანაცვლებს, გადააგდებს ან ნაგვის ყუთიდან ამოიღებს და თავიდან დადებს ჭადრაკის დაფაზე. ამიტომ მთავარი პრობლემა არის ის, ვინც მართავს არაფორმალურად, არაკონსტიტუციურად, რუსული მეთოდებით და ცდილობს ამ ქვეყანას დააკარგვინოს დემოკრატიული, თავისუფალი განვითარების გზა. ეს არის პრობლემა, რომლის დასასრულებლადაც უნდა მივმართოთ ძალისხმევა,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა