მამუკელაშვილმა მოიგო, ბითაძემ – წააგო

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სანდრო მამუკელაშვილმა და სან ანტონიომ ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლეს და მე-3 პერიოდში 24-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს. სან ანტონიომ პირველ ნახევარში 83 ქულა მიიღო, სამაგიეროდ მეორე ტაიმში სუპერდაცვა ითამაშა, მხოლოდ 35 ქულა გაუშვა და ამის წყალობით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა – 126:118.

მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

სპურსმა 19 მოგება და 52 მარცხი მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩს კი, 22 მარტს, ნიუ ორლეანს პელიკანსთან ჩაატარებს.

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი კი ლეიკერსს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 105:111 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა 15 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. გოგამ სამიდან ერთი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ორლანდოს 29 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 22 მარტს, ვაშინგტონთან გამართავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები