ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში თითქმის განახევრებულია

სულ ნახვები : 301
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის იანვარ-თებერვალში EU-ში ექსპორტმა $115.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12.6%-ია. გასული წლის იმავე თვეებში ევროკავშირში ექსპორტი 159 მილიონი დოლარი იყო, რაც ამ პერიოდში საქართველოში ექსპორტის 20.9%-ს შეადგენდა.

საქართველოს საექსპორტო ქვეყნის ტოპ ათეულში წელს ევროკავშირის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ესპანეთი მოხვდა (20 მილიონი დოლარით), რომელიც მეცხრე ადგილს იკავებს, ხოლო პირველ ადგილს საექსპორტო კუთხით სომხეთი იკავებს (133.1 მლნ აშშ დოლარი).

ევროკავშირში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონლის ტოპ ხუთეული:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $51.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 38%;

2. თხილი და კაკალი - $9.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8%;

3. კომპიუტერები და ბლოკები - $8.1 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 5,457%;

4. სპირტიანი სასმელები - $6.9 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 110%;

5. ღვინოები - $3.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 24%.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა