ევროპის ჩემპიონატზე ლელა ჯავახიშვილი უდანაკარგოდ თამაშობს

სულ ნახვები : 337
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მონტენეგროში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის პარტიები გაიმართა.

ლელა ჯავახიშვილმა ზედიზედ მეორე მოგება გაიფორმა – ჩვენებურმა თეთრი ფიგურებით იტალიელი ოლგა ზიმინა დაამარცხა.

პირველი პარტია მოიგო ტურნირის რეიტინგფავორიტმა ბელა ხოტენაშვილმა, ვინაც შავი ფიგურებით სლოვენიელ ნადია შპანკოს მოუგო. ასევე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს დიანა ლომაიამ და ლილე ქორიძემ; ყაიმით ითამაშეს მერი არაბიძემ და სალომე მელიამ; დამარცხდნენ ელენე წოწონავა და ნია დოღვანი.

ორი ტურის შემდეგ 19-მა მოჭადრაკემ, მათ შორის ლელა ჯავახიშვილმა, 2-2 ქულას მოუყარა თავი. ბელა ხოტენაშვილსა და კიდევ 26 მოჭადრაკეს 1.5-1.5 ქულა აქვს. სხვა ჩვენებურთა ჩვენებურთა მონაგარი ასეთია: მერი არაბიძე, სალომე მელია, ლილე ქორიძე, დიანა ლომაია – 1-1 ქულა; ელენე წოწონავა, ნია დოღვანი – 0 ქულა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები