ჯაკარტაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

სულ ნახვები : 203
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტაში, ქართული ღვინის საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიაში არსებული საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტექნოლოგიით წარმოებული წითელი და თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინოები, იყო ალკოჰოლური სასმელები და ქართული სამზარეულოც.

ღონისძიების მიზანს ინდონეზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, ასევე, საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, იასონა ლაოლი, აღმასრულებელი ხელისუფლების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის სექტორის, მედიის და ჯაკარტას დიპლომატიური ღვინის კლუბის წარმომადგენლები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა