ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი მთავრობას საწვავის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 201
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინფორმაცია მივაწოდეთ მთავრობას, შესაბამის უწყებებს. მაინც და მაინც დიდი შედეგი კონტრაბანდის მასშტაბის შემცირების მიმართულებით არ გვაქვს. ჩვენი ორგანიზაციის გათვლით, ყოველთვიურად 4 000 ტონა და უფრო მეტი აღურიცხავი დიზელი შემოდის, რაც ამ პატარა ქვეყნისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, — აცხადებს იობაშვილი Business Insider Georgia- თან.

„ინფორმაცია მივაწოდეთ მთავრობას, შესაბამის უწყებებს. მაინც და მაინც დიდი შედეგი კონტრაბანდის მასშტაბის შემცირების მიმართულებით არ გვაქვს. ჩვენი ორგანიზაციის გათვლით, ყოველთვიურად 4 000 ტონა და უფრო მეტი აღურიცხავი დიზელი შემოდის, რაც ამ პატარა ქვეყნისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს ვუხერხებთ. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ აღურიცხავი საწვავი შემოდის აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან აფხაზეთის საშუალებით. სამეგრელოში, სოფელიც კი ვიცით, სადაც კონტრაბანდული საწვავი შემოაქვთ. ტრანსპორტირება ხდება ე.წ. ტრაილერებით, ყველა მათგანს აქვს მაღალი ტევადობის, სამტონიანი ავზები დამონტაჟებული. შეიძლება, ყველგან შემოვიდეს ასეთი საწვავი, მაგრამ ძირითადი დისლოკაციის ადგილები ცნობილია - თბილისის შემოვლითი გზა, ასევე დიდი ტრაილერების თავმოყრის ადგილები მარტყოფთან, სადაც ტრაილერების ე.წ. სადგომებია და ამ ტერიტორიას ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა იობაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა