„ოცნებაზე“ ზეწოლის ერთ-ერთი საფუძველი იქნება სწორედ ჩვენი თანამოქალაქეების შანტაჟი - ელენე ხოშტარია

სულ ნახვები : 327
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ერთ-ერთი საფუძველი იქნება სწორედ ჩვენი თანამოქალაქეების შანტაჟი, - ამის შესახებ დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს. 

მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ დაწყებული ზუეწოლისდა და გაშვების კამპანიის შესახებ ინფორმირებული არიან ევროპელი პარტნიორები. 

„ყველა იმ ადამიანმა, ვის მიმართაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დღეს „გაშავების“, სიბინძურის, ზეწოლისა და შანტაჟის კამპანია, მინდა გითხართ, რომ ეს ყველა ეს ფაქტი არის გადაცემული ჩვენი პარტნიორების მიმართ. ისინი ყურადღებით აკვირდებიან უფლებების დაცვას და არ აპირებენ, რომ ამაზე თვალი დახუჭონ. „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ერთ-ერთი საფუძველი იქნება სწორედ ჩვენი თანამოქალაქეების შანტაჟი, რასაც ჩვენ ვხედავთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცალ-ცალკე მოერევიან ამ ხალხს, ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ დღეს ცალ-ცალკე ის მოქალაქეები, ვინც ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით, არ ვართ. ყველა ერთად ვართ და ჩვენს გვერდით არის როგორც ევროპარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ნაწილი“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით,  მხოლოდ „ერთიანობით, კონსოლიდაციით და პროტესტით“ შესაძლებელია „ქართულ ოცნების“ დამარცხება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა