პროტესტის, პროტესტი და პროტესტი ამის გარეშე არ გამოვა - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რუსული კანონის გაწვევამ და პროტესტმა რა შედეგიც დადო, ამან კვლავ გააჩინა შანსი სიმისა, რომ წლის ბოლოს მივიღოთ დადებითი პასუხი“, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ დღეს, 10 მარტს ბრიფინგზე განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, პროტესტი არის მთავარი რითაც შეიძლება მმართველი პარტიის ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ებრძოლო. 

„ქართულ ოცნებას“ რომ თავისი გაეტანა, დასრულდებოდა წელს რაიმე პოზიტიური მოლოდინი ევროკავშირის გადაწყვეტილების მხრიდან. შესაბამისად იმისთვის, რომ წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სამი კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ეს არის, თორმეტი პუნქტი და რეფორმების შესრულება, მეორე ეს არის ცალსახად და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თავდასხმების ჩვენს პარტნიორებზე და მესამე უკრაინასთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს.

პროტესტის, პროტესტი და პროტესტი ამის გარეშე არ გამოვა... ყველა ჯერზე როცა ჩვენ დავინახავთ, რომ გადამწყვეტი და აუცილებელი არის ჩვენი შეკრება, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და ერთად უნდა დავდგეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა