ახალი განათლების მინისტრი მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან საუბარს აპირებს - რა გეგმებით მოვიდა გიორგი ამილახვარი საგანმანათლებლო სტრუქტურაში?

სულ ნახვები : 208
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დიდი პატივია უხელმძღვანელო განათლების და მეცნიერების მიმართულებას იქ, სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს“ - ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა ახალმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, დღეს, 20 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

ამილახვრის თქმით, ის აქტიური ცვლილებებს გეგმავს, რომლებიც მორგებული იქნება უკეთეს საგანმანათლებლო გარემოზე. 

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლების და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. 

მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, რა თქმა უნდა ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე სამსჯელოდ რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს, ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ.

ჩვენ გვინდა ყველაფერი კარგი შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში, დაწყებული ინფრასტრუქტურით, გაგრძელებული სასწავლო პროგრამით და საგანმანათლებლო რესურსები გვინდა  და შევქმნით ღირსეულ პირობებს, ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის და ღირსების ამაღლებისთვის. 

ასევე წამახალისებელ ფინანსურ სარგებელს შევთავაზებთ ყველა იმ წარჩინებულ სტუდენტს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ განათლების პროცესის კარგად დასულებისთვის“, - განაცხადა მან. 

ამილახვარმა, რომელმაც თითქმის ორი კვირის წინ ხელი მოაწერა რუსულ კანონს, რომელთან დაკავშირებითაც ევროპელი პარტნიორები მმართველ გუნდს ეუბნებოდნენ, რომ მათი ეს ქმედება ევროპასთან კიდევ უფრო დააშორებდა საქართველოს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ღიად საუბრობს იმაზე, რომ ევროპული განათლება არის მნიშვნელოვანი. 

„ასევე მხარს დავუჭერთ განათლების სისტემაში ორმაგი სასწავლო სტანდარტების დანერგვას ევროპელ და დასავლელ სტუდენტებთან ერთად, რადგანაც მიგვაჩნია, რომ განათლებას არ აქვს საზღვრები და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული განათლების შემოსაშვებად საქართველოში. 

პროფესიული განათლება ჩემი მინისტრობის პერიოდში გამოცხადდება მნიშვნელოვან მიმართულებად და ჩვენ შემოგთავაზებთ, იმ კონკრეტულ ხედვას თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას და რა კონკრეტულ, იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს, პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“, - განაცხადა ამილახვარმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა