გორში, ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი არაკომპეტენტურად წარმოებული სამუშაოების გამო ჩაიშალა

სულ ნახვები : 295
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორში, ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერი მეორედ გამოცხადდა.

თავდაპირველად ანატონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია „ელიტ ბილდერ გრუპი“ იყო, რომელსაც სამუშაოები 2022 წლის 3 სექტემბერს უნდა დაეწყო. ამავე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 638 000 ლარს შეადგენდა.

ამჟამად, საგზაო სამუშაოებს კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1'' ასრულებს. ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერის ღიდებულება 782 500 ლარია.

როგორც ირკვევა, გორის მერმა პირველი ტენდერი თავად ჩაშალა, რადგან სხვა კომპანიას სამუშაოები, ხელშეკრულების დადებიდან 10 დღის შემდეგ, დაწყებული არ ჰქონდა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები შესამოწმებლად 2022 წლის 12 სექტემბერს მივიდნენ. 12 სექტემბერს სამუშაოები არ იყო დაწყებული.

იმავე დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, ,,კომპანია ელიდბილდერგრუპსთან'' ხელშეკრულება გაუქმდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა