ვილი სანიოლი: წინა ციკლში აკრეფილი ფორმა უნდა შევინარჩუნოთ

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს: 25-ში ამხანაგურად ნორვეგიას ეთამაშება, ხოლო 28-ში 2024 წლის ევროშესარჩევის ეტაპის მატჩს ნორვეგიას.

მოახლოვებული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

„ხოჭოლავას საკითხი საკმაოდ უჩვეულოა. დიდი ხანია ვიცით, რომ მას მუხლი აწუხებს, მაგრამ კლუბის თხოვნას დათანხმდა და  კვირას ითამაშა. 20 მარტს კი, ოპერაცია უნდა გაიკეთოს. სამწუხაროდ, დათას 6-8 კვირა გაუცდება. ნაკრების დახმარების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ოპერაციის დროულად ჩატარება მნიშვნელოვანი იყო...

რა თქმა უნდა, სურვილი მაქვს ჩემს ფეხბურთელებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ, მაგრამ, პირადად მე, ვერაფერს შევცვლი. ზოგიერთი ფეხბურთელი ცოტას, ზოგი კი სულაც არ თამაშობს...

ნორვეგიასთან ძალიან პრინციპული დაპირისპირებაა და თითოეულ პოზიციაზე ერთი მუდმივი პრაქტიკის მქონე მოთამაშე აუცილებელია. შეხედეთ მარცხენა ფლანგზე რა სიტუაციაცაა –წიტაიშვილს, აზაროვსა და გიორბელიძეს ბევრი დრო არ ეძლევათ. მომავალიც თუ ასე გაგრძელდა, მაშინ მათი მოწვევისგან თავის შეკავება მომიწევს. რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, მასაც ბოლო დროს ბევრი გაუცდა და სიაში ამიტომაც არაა.

საბა საზონოვს საქართველოს ნაკრებში თამაშის დიდი სურვილი აქვს. ჩემთვის ეს მთავარია, ახლა ვნახოთ, რამდენადაა მზად, ნორვეგიასთან ითამაშოს. საბას ვაკვირდები, მომწონს მისი ფეხბურთი და მიხარია, რომ ჩვენთან ითამაშებს...

საერთოდ, რუსეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახებაზე კომენტარი არ გამიკეთებია. ლუკა გაგნიძეც ძალიან ნიჭიერია და ჩემთვის მთავარია, ისინი ნაკრებს გამოადგნენ. გაგნიძე ახლა ამისთვის მზადაა. რაღაც მომენტში ფეხბურთისა და პოლიტიკის გამიჯვნა უნდა მოვახერხო და ნაკრების საუკეთესო ინტერესებზე ვიფიქრო...

რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს. გუნდში პატივისცემა და პოზიტიური გარემო უნდა იყოს და ამისთვის ყველა მუშაობდეს. თუ ეს ასე არ ხდება, ეს დიდი პრობლემაა. ამ ეტაპზე ვაკოს გამოძახებაზე არ ვფიქრობ, მომავალში არაფერს გამოვრიცხავ...

ნორვეგიის ნაკრებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ამ დონის ნაკრებთან გვითამაშია და მოგვიგია კიდეც. ახალი ციკლი იწყება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და მინდა წინა ციკლში აკრეფილი კარგი ფორმა გავაგრძელოთ. თუ ნორვეგიას ერლინ ჰოლანი ჰყავს, ჩვენ გურამ კაშია გვყავს და ამ თემაზე საუბარს მოვრჩი...

ჩაკვეტაძე დიდი ხანია ნაკრებშია, ჰქონდა კარგი პერიოდი და ნაკრებისთვისაც სასარგებლო, შემდეგ რთულ პერიოდში დაუდგა და მაშინაც ვიძახებდით, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ეგრძნო. მიხარია, რომ ახლა მუდმივად თამაშობს. იმედია, ნაკრებს დაეხმარება, მაგრამ – სად, ამას მეტოქიდან გამომდინარე გადავწყვეტ. მთავარია, რომ ჯანმრთელია და ბევრს თამაშობს...

ფეხბურთელებმა თბილისში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი გამოხატეს? მათ ყოველთვის შეუძლიათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. მე უცხოელი ვარ, თქვენმა ქვეყანამ ძალიან თბილად მიმიღო და ამისთვის მადლობელი ვარ. სხვას ვერაფერს დავამატებ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფრანგმა თავკაცმა.

საქართველოს ნაკრები შეკრებას დღეს, თბილისში არსებული საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე დაიწყებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები