პოლიტიკურად ანგაჟირებული ათასლარიანი ახალგაზრდები - შალვა პაპუაშვილი სტუდენტებზე

სულ ნახვები : 270
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტიკურად ანგაჟირებული ათასლარიანი ახალგაზრდები - ასე მოიხსენიებს  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუდენტებს,  რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ.  რუსული კანონის მიღების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდენ.  

რაც შეეხება  განათლების ახალ მინისტრს, რომელიც ხელისუფლებამ განათლების სისტემაში არსებული „პრობლემების გამოსასწორებლად“ დანიშნა,  ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონედ მოიხსენიებს.  

პაპუაშვილის თქმით, გიორგი ამილახვარმა მთელი  ცხოვრება ამ სფეროს მიუძღვნა და ამ მხრივ უზარმაზარი გამოცდილება აქვს.

„გიორგი ამილახვარი ეს არის ადამიანი,  რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება.

პოლიტიკურად ანგაჟირებული ათასლარიანი ახალგაზრდები, რომელიც ცდილობენ, ნაციონალური მოძრაობის კოორდირდირებით ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსული კანონის პირველი მოსმენის შემდეგ გამართულ 7-9 მარტის საპროტესტო აქციებში   საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან  ერთად   სტუდენტებიც  მონაწილეობდნენ.  „რუსული კანონისათვის“ ხმის მიმცემი დეპუტატი-ლექტორების ლექციებზე დასწრებაზე კი სტუდენტების ნაწილმა უარი განაცხადა. ახალგაზრდების ამ ქმედებებს „ქართულმა ოცნებამ“ ცილისმწამებლური კამპანიით უპასუხა -  „ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ  დაწერა,  რომ სტუდენტები „ნაციონალური მოძრაობისგან“ 1000   ლარით ფინანსდებიან. დღეს კი  ხელისუფლებამ განათლების სისტემაში არსებული „გამოწვევების“ გასამკლავებლად  ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი დანიშნა, რომელმაც საზოგადოებას თავი ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული განცხადებით დაამახსოვრა, რომლის გამოც შემდეგ ბოდიშის მოხდა მოუწია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა