კლინკებში მომსახურეობის ხარისხი ძალიან მალე გაიზრდება — ზურაბ აზარაშვილი

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2025 წლიდან ჩვენ გვექნება ვალდებულება ყველა კლინიკისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

„კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით ხარისხის სტანდარტის განსაზღვრაა. წინა პერიოდში განვსაზღვრეთ რეანიმაციისთვის, ახლა განვსაზღვრეთ ქირურგიისთვის და ეტაპობრივად ყველა მიმართულებას ექნება თავისი სტანდარტი, როგორც ოთახების მოწყობის, ასევე აღჭურვის და სხვადასხვა კომპონენტების მიმართულებით და 2025 წლიდან ჩვენ გვექნება ვალდებულება ყველა კლინიკისთვის, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები. მივყვებით ამ მიმართულებით დასახულ გეგმას და ვფიქრობ, ძალიან მალე კლინიკებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მომსახურება გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა