ბოტებად აქციეს ხალხი. მასწავლებლები სხედან და „ფეისბუქზე“ ადამიანებს დედას აგინებენ — ზურაბ ჯაფარიძე

სულ ნახვები : 642
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„განათლების სამინისტრო, მთელი სისტემა არის ჩვეულებრივი პარტიული აპარატი — განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

„განათლების სამინისტრო, მთელი სისტემა არის ჩვეულებრივი პარტიული აპარატი. ადმინისტრაციული რესურსი იქნება, თუ აკადემიური ნაწილი - ეს ხალხი არის ჩვეულებრივი... ბოტებად აქციეს ეს ხალხი. მასწავლებლები სხედან და „ფეისბუქზე“ ადამიანებს დედას აგინებენ. ეგ არის რეალობა. მიზეზი, მინისტრის ცვლილებას რატომაც აპირებენ, არის ერთადერთი, რომ ახალგაზრდები მარტის აქციებზე გამოვიდნენ. ახლა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი მინისტრი უფრო კარგად მოარჯულებს ახალგაზრდებს, რაც თავისთავად, ცხადია, იდიოტობაა და არაფერი გამოუვათ, მაგრამ ეგ არის, მეტი არაფერი. კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია და ამიტომ ახლა ვიღაცა უფრო მკაცრი ხელი უნდა დანიშნონ ალბათ, თორემ ბიძინას გამოსახედიდან, იმაზე კარგი მინისტრი, ვინც ახლა ჰყავდათ.. კაცი [მიხეილ ჩხენკელი] მუხლებზე იდგა და ლოცულობდა, ექვთიმე მეორეს ეძახდა ბიძინას. მაგაზე უფრო მეტი მონა ვინ უნდა ჰყავდეს, მაგრამ მონობა აღარ აღმოჩნდა საკმარისი. საჭიროა მონა, რომელიც ასევე იქნება ეფექტური, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა