პუტინი ახლა მკლავს მე — მიხეილ სააკაშვილი ხსნას პოლონელ ექიმებში ხედავს

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზელენსკის გამოჩენამდე პუტინის პირველი მსხვერპლი ვიყავი. მე ვიყავი პუტინის მტერი, რადგან წარმატებული რეფორმები გავატარე — განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლონურ რადიოსთან.

"ამ ჰოსპიტალში მკურნალობასთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების სამსახურები იღებენ. ხსნიან და ნიშნავენ სამედიცინო პერსონალს. ცდილობენ, ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. ძალიან ახლოს ვარ მრავლობითი ორგანოს უკმარისობასთან. ძალიან სუსტად ვარ და დიდ ტკივილს განვიცდი. ზელენსკის გამოჩენამდე პუტინის პირველი მსხვერპლი ვიყავი. მე ვიყავი პუტინის მტერი, რადგან წარმატებული რეფორმები გავატარე, დავამარცხე კორუფცია და რაც მთავარია, გავბედე მასთან ბრძოლა. პოლონელი ექიმები ჩემი უკანასკნელი იმედია, რომ ვიცოცხლო. თავდაპირველად, საქართველოს პრემიერმინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ დათანხმდა, ასეთი მისიის მიღებას, თუმცა როგორც ყოველთვის, ეს ტყუილი აღმოჩნდა.  პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. ის სულ მეუბნებოდა: "ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები, შემეძლება ვიცოცხლო, შენ შეიძლება მოგკლან". სამწუხაროდ, ის მოკლა პუტინმა და პუტინი ახლა მკლავს მე“ — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა