პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი არ შემოსულა — ზურაბ აზარაშვილი

სულ ნახვები : 180
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია და კვალიფიკაცია ამ დასტურს ჩვენი სამინისტრო გასცემს — განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბევრჯერ განვაცხადე, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი და ის კლინიკა, სადაც ის იმყოფება, საკმაოდ კვალიფიციური ექიმების დახმარებით მკურნალობის პროცესს სრულად მართავენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენი კომპეტენციაა შესაბამისი საექიმო საქმიანობის ნებართვების გაცემა. ამ მომენტისთვის გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არანაირი განაცხადი შემოსული არ არის. თუ შემოვა, ძალიან ოპერატიულად, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო, განვიხილავთ და თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია და კვალიფიკაცია ამ დასტურს ჩვენი სამინისტრო გასცემს. თუ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ ამ ექიმებზე, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ოპერატიულად განიხილავს. მოვიწვევთ იმ საბჭოს, სადაც უნდა გავიდეს ეს საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წესრიგშია, ძალიან ოპერატიულად დავადასტურებთ. პროცედურა არის შემდეგი: შემოვა განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, განიხილავს ჩვენი სააგენტო და შემდეგ საბჭოზე დასადასტურებლად, ნებართვის მისაღებად გააქვთ. არც განაცხადი და არც დოკუმენტაცია შემოსულა და არ ვიცი, რა აქციაა არ მესმის“, - განაცხადა აზარაშვილმა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა