მერაბ შარიქაძე: საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერია

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეთერთმეტედ მოიგო. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ გადამწყვეტ მატჩში, საქართველომ პორტუგალიას 38:11 სძლია.

მატჩის შემდეგ ბორჯღალოსანთა კაპიტანმა კომენტარი გააკეთა.

„მატჩს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღით ვიკავებდით; და აღარც კი მახსოვს ზედიზედ მერამდენედ გავხდით ჩემპიონები.

საქართველო ამ ტურნირზე რომ ყველაზე ძლიერი გუნდია, მანამდეც არაერთხელ აღვნიშნე და გამარჯვებულებიც დამსახურებულად გავხდით. ხარისხიანი თამაშები ვაჩვენეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, სადაც არ უნდა ჩაატარონ ფინალი და როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია. გულდასაწყვეტია, რომ ფინალი საქართველოში არ ჩატარდა, მაგრამ ესპანეთშიც იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები და მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“, – თქვა ბორჯღალოსანთა კაპიტანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები