პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი შედიან

სულ ნახვები : 678
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გიორგი ჩაკვეტაძე და თენგიზ შარმანაშვილი იქნებიან „ქართული ოცნების ის წევრები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას პარლამენტიდან გასული წევრების ნაცვლად გააგრძელებენ. 

 გიორგი ამილახვარის ნაცვლად, პარლამენტში "ქართული ოცნების"  გიორგი ჩაკვეტაძე შევა. ის „ ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა,

ირაკლი  კოვზანაძეს კი  თენგიზ შარმანაშვილი ჩაანაცვლებს. თენგიზ შარმანაშვილი უკვე დეპუტატი  მეოთხე მოწვევის პარლამენტში, სადაც  „ეროვნულ-დემოკრატიულპარტიას“ წარმოადგენდა. 

შეგახსენებთ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა,    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ  ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა. არსებული ინფორმაციით, ის საქმიანობას საბანკო სექტორში  გააგრძელებს. 

 პარლამენტის დატოვებას „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატი გეგმავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა