სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ არის უცხოელი ექიმების წინააღმდეგი — რატი ბრეგაძე

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ დროისთვის არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები — განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

„დღეს, მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე შუადღის პირველი საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე და მინდა თამამად გითხრათ, რომ ამ დროისთვის არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას,“ — აცხადებს რატი ბრეგაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა