მთავარი ამოცანა არის, ის რომ ახალგაზრდების უდიდესი რაოდენობის მიმართ შეძლონ, რაიმე სახის ბერკეტის შეძენა - მიხეილ დაუშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

სულ ნახვები : 249
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს ცვლილებები ჩვენ არ უნდა დავინახოთ განცალკევებულად, ამ ცვლილებებს აქვს ერთი ლოგიკა და ეს არის ის, რომ როგორც სამთავრობო ასევე საპარლამენტო გუნდში არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, უარს იტყვიან სხვადასხვა გადაწყვეტილების მხარის დაჭერაზე“, - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ  დაუშვილმა, ტელეკომპანია „ტვ პირველში“ საუბრისას განაცხადა. 

მისი თმით, ახლა მმართველი გუნდს მთავარი ამოცანა, სტუდენტების პროტესტის შეკავებაა. 

„მნიშვნელოვანი ის კი არა არის რატომ წავიდა ბატონი ჩხენკელი, მნიშვნელოვანი ის არის ოცნება ამ კონკრეტულ სფეროში რას შეიძლება აპირებდეს. ეს ყველაფერი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ახალა~გაზრდები ამ ქვეყანაში ოცნებას მხარს არ უჭერენ და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საგანმანათლებლო სისტემაშიც მოახდინონ აბსოლუტური კონსოლიდაცია. მთავარი ამოცანა არის, ის რომ ამ ახალგაზრდების უდიდესი რაოდენობის მიმართ შეძლონ, რაიმე სახის ბერკეტის შეძენა“, - განაცხადა დაუშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში“, - განაცხადა დაუშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა