რუსის ჯარს უნდა აღუდგეს წინ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს და კობახიძის ეშინია? - პაატა მანჯგალაძე ვლადიმერ ჩაჩიბაიაზე

სულ ნახვები : 1,449
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსის ჯარს უნდა აღუდგეს წინ,  საქმე საქმეზე რომ მიდგეს და  კობახიძის ეშინია? - ამის შესახებ Cnews-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის  ვლადიმერ ჩაჩიბაიას შესახებ განუცხადა, რომელიც პარლამენტის დატოვებას აპირებს. 

მანჯგალაძის თქმით, დასაფასებელია იმ დეპუტატების საქციელი, რომლებმაც ე/წ აგენტების კანონს ხმა  არ მისცეს, მაგრამ გაუგებარია, ბრძოლის ველიდან რატომ გარბიან. 

თავისთავად, ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ  „რუსული კანონის“ მიღებას მეტი  მოწინააღმდეგე არ აღმოაჩნდა „ქართულ ოცნებაში“.    4 – 5 კაცზე მეტი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც პარტიაზე წინ სამშობლოს, საქართველოს ინტერესს  დააყენებდა.  დაუნახაობა არ შეიძლება - ის,  რომ გაბედეს და არ მიაჭირეს მწვანე ღილაკს ხელი,  ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ხედავ,  რომ არასწორი გზით მიჰყავს პარტიას ქვეყანა, სახლში რატომ მიდიხარ? როცა ხედავ,  რომ გადაჩეხას უპირებენ ჩვენს ქვეყანას,  სკამისა და გადარჩენისთვის  კი არ უნდა იბრძოლო,  უნდა აღუდგე წინ ამ ყველაფერს. ამ მჯერა ნახევრად პატრიოტიზმის, ნახევრად გაკეთებული საქმის.  ნახეს,  რომ რუსულ საქმეს აკეთებდნენ, რუსულ კანონს იღებდნენ, არ მისცეს ხმა, მაგრამ  სახლში რატომ მიდიან?“, - აცხადებს მანჯგალაძე. 

მისი თქმით,  ეს ხალხი იძულებული გახადეს, პარლამენტიდან წავიდნენ.   

„ეს ხალხი იძულებული გახადეს, რომ წავიდნენ.  უნდათ,  სამაგალითოდ დასაჯონ თითოეული მათგანი, რომ მომავალში სხვას აზრად არ მოუვიდეს ბელადისა და პარტიისაგან განსხვავებული პოზიციის ქონა. 

 რაც შეეხება იმას წასული დეპუტატების ნაწილი, მათ შორის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შესაძლოა,  აღმასრულებელ სისტემაში გააგრძელებს მუშაობას, - მესმის, გენერალი კაცია დამოუკიდებელი საქართველოს სისტემაში   ჩამოყალიბებული, უცხოეთში განათლებამიღებული პირია, რუსის ჯარს უნდა აღუდგეს წინ საქმე საქმეზე რომ მიდგეს და  კობახიძის ეშინია?“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე Cnews-თან საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა