ამილახვარი ისეთ იდეოლოგიურ-აღმზრდელობით სამუშაოს ჩაატარებს, რომ თავისუფლება და ევროპა აღარ ენდომებათ ახალგაზრდებს? - მანჯგალაძე

სულ ნახვები : 408
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რას იზამს ამილახვარი, ისეთ იდეოლოგიურ-აღმზრდელობით სამუშაოს ჩაატარებს,  რომ თავისუფლება და ევროპა აღარ ენდომებათ ახალგაზრდებს? - ამის შესახებ Cnews-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განათლების მინისტრად „ქართული ოცნების“ დეპუტატის,  გიორგი ამილახვარის დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა.  

მისი თქმით, მისია,  რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განუსაზღვრა ახალ განათლების მინისტრს, შეუსრულებელია. 

„ამილახვარი კი არა,  ვერავინ ვერაფერს შეცვლის,  მისი დანიშვნა  ხო არასწორი დასკვნის შედეგია. არასწორი დასკვნა კი ისა, რომ წინა მინისტრმა ვერ იმუშავა იდეოლოგიურ აღმზრდელობითი მიმართულებით? 

 რა იდეოლოგიურ-აღმზრდელობითი სამუშაო უნდა ჩაეტარებინათ, რომ თავისუფლება და ევროპა არ უნდა მოეთხოვათ ახალგაზრდებს? რას იზამს ამილახვარი, ისეთ იდეოლოგიურ- აღმზრდელობით სამუშაოს ჩაატარებს რომ თავისუგფლ;ება და ევროპა აღარ ენდომებათ ახალგაზრდებს, ესაა ამოცანა? 

 ყველა მიმართულებით ჩამოშლილია „ქართული ოცნება“ მორალურად, პოლიტიკურად, იდეოლოგიურდ, ჩემი საქმე რომ იყოს,  მინისტრის სავარძელს კი არა არაფერს გავეკარებოდი ქართული ოცნების სიახლოვეს“, - განუცხადა მანჯგალაძემ  Cnews-ს. 

გიორგი ამილახვარი განათლების მინისგტრის პოსტზე დრეს დანიშნეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა