ვნახეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები - პაპუაშვილი სტუდენტებზე





...
ვნახეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
"ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები, ხდება შეშვება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში, ვნახეთ ბოლო ფაქტი ირაკლი კობახიძის ლექციაზე, იყო ჩაშლის მცდელობა - ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის და საერთოდ თსუ-ის სტუდენტი არასდროს ყოფილა, სადაც იყო სტუდენტი, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინირებით არის მცდელობა, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სწორედ ეს სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს"- თქვა პაპუაშვილმა.