გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა - მალხაზ ურთმელიძე

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთმელიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თავად აცხადებს უარს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაზე.

ურთმელიძე მოუწოდებს სააკაშვილს, მიჰყვეს ექიმების მითითებებს და შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომლებიც გაცემულია.

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარსა ცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებაზე და სამედიცინო მანიპულაციებზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ურთმელიძე სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის თემასაც შეეხო, მისი თქმით, აღნიშნულზე სრულყოფილი განაცხადი ჯერ არ შესულა.

„რაც შეეხება მკურნალობის პროცესში, პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს, ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის“, - განაცხადა ურთმელიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა