ევროპელი პარტნიორებისათვის შოკისმომგვრელია დეპუტატებზე ფიზიკური თავდასხმები - ხათუნა სამნიძე

სულ ნახვები : 130
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის შოკისმომგვრელია, როდესაც საკომიტეტო მოსმენებსა  და პლენარულ სხდომებზე ფიზიკური თავდასხმებია, - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა  ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის  წევრებთან შეხვედრაზე ქართული ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქცევაზე ისაუბრეს.

„12 რეკომენდაციის შესრულება  არ არის ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი გზა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში  მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყოს ევროპული და დემოკრატიისკენ მიმართული. რა თქმა უნდა,  ვისაუბრეთ იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა,  ვისაუბრეთ ასევე ოპოზიციაზე თავდასხმებზე. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო რუსული კანონი, ამ კანონის ჩარჩოებში ექცევა ის ოპონენტებს და ეძახის ჯაშუშებს. ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის შოკისმომგვრელია, როდესაც საკომიტეტო მოსმენებსა  და პლენარულ სხდომებზე დეპუტატებზე ფიზიკური თავდასხმებია“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა