თურმე არ ჭამს და იმატებს - გიული ალასანია ზურაბ ჩხაიძეს პასუხობს

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია „ვივამედის“ კლინიკურ დირექტორს, ზურაბ ჩაიძეს პასუხობს.

მისი თქმით, გაუგებარია განცხადება როდესაც ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არ იღებს საჭირო მედიკამენტებს, უარს აცხადებს კვებაზე და ამის ფონზე წონაში იმატებს.

„მეც დავიბენი და წარმომიდგენია, მსმენელიც როგორ არის დაბნეული. დღეში ორჯერ ვნახულობ და ხან ამბობენ, იკლებს, ხან – იმატებსო. თურმე არ ჭამს და იმატებს. მეც არ ვიცი, ეს როგორ ხდება. ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი, ვერ მოძრაობს, ძალა აღარ აქვს. ახლა მოვუტანე ახალი კარტოფილი, სალათა, კვერცხი. ამბობენ არ ჭამსო და თან ამბობენ, მოიმატაო. ვერ გავიგე, რის ხარჯზე მოიმატა“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ის მედიკამენტების საკითხსაც შეეხო და ხაზგასმით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს არ აცხადებს.

„მედიკამენტებს რაც შეეხება, როცა იქ ვარ, ყოველ წუთს შემოდის ექთანი და რაღაც წამლებს აძლევს. არასოდეს გამიგია, რამეზე უარი ეთქვას“, - განაცხადა ალასანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა