ვინმემ არ თქვას, „გაჩუმება თანხმობის ნიშანიაო“ - ნიკა გილაური თაკო ჩარკვიანს პასუხობს

სულ ნახვები : 1,053
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვინმემ არ თქვას,  „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ - აცხადებს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური  და ოპოზიციონერი  დეპუტატის თაკო ჩარკვიანი განცხადებას ეხმიანება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ჩარკვიანის განცხადებაში მხოლოდ ერთი სიმართლეა.

„ძვირფასო ფბ მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“

ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, - წერს გილაური „ფეისბუკში“.

 შეგახსენებთ, „კანონი და სამართლის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა რომ ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური ივანიშვილის დავალებით პარტიას ქმნის, რომელსაც  ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა