მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს - ანრი ოხანაშვილი

სულ ნახვები : 193
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პატიმარი გადასულია თვითდაზიანების რეჟიმზე – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქარტველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოჯახს სურს, მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვა, ესეც უზრუნველყოფილი იქნება.

„მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. პატიმარმა შეიძლება, უფლებრივი სტანდარტის გაუმჯობესება მოითხოვოს, მაგრამ ამას კი არ ითხოვს და იმაზე კი არ საუბრობს, რომ მისი უფლებრივი მდგომარეობა რაიმე ფორმით შელახულია, არამედ გადასულია თვითდაზიანების რეჟიმზე. ერთადერთი რაც მან უნდა გააკეთოს, საკვების მიღების შესახებ რეკომენდაციის შესრულებაა.

თუ ოჯახს სურს უცხოელი ექიმების ჩართვა, ესეც უზრუნველყოფილი იქნება – გაუგებარია, სად რჩება სივრცე სპეკულაციისთვის, რადგან არავითარი სასპეკულაციო სივრცე აღარ არსებობს“,– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა