განსაკუთრებული წნეხი უნდა გვქონდეს ხელისუფლებაზე - ლევან ბეჟაშვილი

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, შეასრულოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ერთ -ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთობა და მასშტაბური აქციების გამართვა. 

„უმნიშვნელოვანესი განცხადება  გააკეთა  შარლ მიშელმა საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ წლის ბოლომდე უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი  შანსი რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს.  სამწუხაროა, რომ საქართველო ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს „ქართული ოცნების“ მთავრობით ხვდება. ყველაზე დასუსტებული პოზიციებით საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული წნეხი უნდა გვქონდეს ხელისუფლებაზე, რომ ის   ჩავსვათ იმ ჩარჩოებში, რასაც საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები ითვალისწინებს და ვაიძულოთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება.  წინააღმდეგ შემთხვევაში,  ჩვენ შეიძლება ისტორიული შანსი გაუშვათ და ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომაა მნიშვნელოვანი ოპოზიციის ერთობა და აქციების გამართვა, მათ შორის 9 აპრილის აქციის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა