სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

სულ ნახვები : 195
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  როდესაც პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების წევრები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობით იყვნენ დაკავებული, გიორგი ვაშააძე ყავას სვამდა.

„ ეს ადამიანები მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდნენ 12 პუნქტის შესრულებაზე, როდესაც ყავას სვამდა სწორედ ვაშაძე. ყავის მსმელებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში იყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში ჩართული. ეს არის მათი დამოკიდებულება. ისინი სულმოუთქმელად ელოდებიან დეკემბერს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა