მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები? არა! - ბექა ლილუაშვილი

სულ ნახვები : 208
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მივიღეთ მუშაობაში მონაწილეობა, მაგრამ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები? არა, არ გაუთვალისწინებიათ, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ბექა ლილუაშვილი 12 პუნქტიან რეკომენდაციის საკითხებზე მუშაობაში ოპოზიციის ჩართულობის შესახებ.

მისი თქმით, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი იქნება.

„ასე ვერ იქნება, გამოვიდეს ხელისუფლება და თქვას რომ ოპოზიციის ნაწილმა მიიღო მუშაობაში მონაწილეობა. კი, მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები? არა, არ გაუთვალისწინებიათ. ამიტომ, თუ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, პასუხისმგებლობას ასე ვერ გაუზიარებენ ოპოზიციას, ეს არის ტყუილი. თუ ქვეყანა დაზარალდება, პირველ რიგში ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა