„ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ჩვენ გვეუხერხულებოდეს ერთმანეთის გვერდით დგომა - გიგა ლემონჯავა

სულ ნახვები : 316
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ჩვენ გვეუხერხულებოდეს ერთმანეთის გვერდით დგომა, -ამის შესახებ „დროას“ წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისი თქმით,  მარტის მოვლენებისას საქართველოს მოქალაქეებმა  დადეს „გამარჯვების ფორმულა“, ამას საპირისპიროდ კი,   ხელისუფლება ყველას გაშავებას ცდილობს.

„მარტის მოვლენებზე საქართველოს მოქალაქეებმა დადეს გამარჯვების ფორმულა, რაც არის კონკრეტული მიზნის ირგვლივ გაერთიანება. მაშინ როდესაც ქართველი ხალხი არის კონსოლიდირებული ქვეყნის შიგნით, დასავლეთიც არის კონსოლიდირებული საქართველოს მხარდასაჭერად მხარს უჭერს ამ მართალ ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ქართული ოცნების ამოცანაა, გააშავოს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ორგანიზაციები, გაუტეხოს მათ სახელი, იმიტომ რომ ეს კონსოლიდაცია ვეღარ შედგეს, რომ ჩვენ გვეუხერხულებოდეს ერთმანეთის გვერდით დგომა“, - განაცხადა გიგა  ლემონჯავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა