კონსილიუმის ექიმების ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილია დღეს - ლევან იოსელიანი

სულ ნახვები : 218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების ვიზიტი  მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილია დღეს - ამის შესახებ  საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი აცხადებს.

რაც შეეხება პოლონელი ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საკითხს იოსელიანი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების გადასაწყვეტილა. 

„ კონსილიუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა სიხშირით და როდის შევა,  ფორმალური ნაწილი, რაც დაკავშირებულია ჩემი მხრიდან საბუთებთან, ეს დიდი ხანია მოგვარებულია,  ხელმოწერილია რწმუნებები.

 რაც შეეხება, როდის შევლენ, ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია დღეს, ისინი თავადვე თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან და მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს ვიზიტი შედგება.

რაც შეეხება პოლონელ ექიმების ვიზიტს, ეს არ არის სახალხო დამცველის გადასაწყვეტი, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. ამაზე განცხადება გააკეთეს ხელისუფლები წევრებმაც, ნებისმიერი ექიმს, რომელსაც აინტერესებს მისი მდგომარეობა, უნდა მივიდეს და ნახოს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა