იმ სააკაშვილისგან რომელიც გახსოვდათ არაფერი აღარ დარჩა - გიული ალასანია

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ადამიანი უბრალოდ თვალსა და ხელს შუა ქრება, არის გამოკვეთილი საოცარი სისუსტე, გამომდინარე იქიდან, რომ მას ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ხადარკოვსკი LIVE“-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

ალასანიას თქმით, სააკაშვილის მოწამვლაში იკვეთება რუსული კვალი, მისივე შეფასებით, პუტინი ასრულებს იმ მუქარას, რომლითაც ის სააკაშვილს 2008 წელს დაემუქრა.

„მე მისი ნახვის საშუალება ერთხელ მაქვს, დაახლოებით ერთი საათით დღეში, როდესაც საჭმელი მიმაქვს.

პირველ რიგში ის არის მოწამლული, ამის გარდა მას აქვს 46 სხვა დიაგნოზი, რომელთაგან სამი ძალიან მძიმეა ესენია: დემენცია, კაჰექია და მალაფსორი.

თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი იყო, იყო ძალიან დიდი მსხვერპლი. მაშინ პუტინი იმუქრებოდა, რომ მას შესაბამის გაკვეთილს ჩაუტარებდა, გამომდინარე აქედან გაჩნდა კითხვისნიშანები და ზოგადად მის მოწამვლას ეტყობა რუსული ხელწერა, ეს ძალიან ჰგავს სხვადასხვა ადამიანების მოწამვლას რუსული სპეცსამსახურების მიერ.

ივანიშვილს და მის გარემოცვას ერთი ხელმძღვანელი ჰყავს და ეს არის პუტინი, ამაზე ძალიან ბევრი ევროპული რეზოლუციაც საუბრობს, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული.

უკრაინის ომმა დააჩქარა პროცესები და დასავლეთი გაერთიანდა ამ პრობლემის ირგვლივ და ახლა საკითხი დგას ასევე დასავლეთი თუ რუსეთი? ჩვენთანაც ასეა, მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა ხელისუფლების ხედვები არ მოდის მათთან თანხვედრაში“, - განაცხადა ალასანიამ.

გარდა ამისა, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომ აირჩია ქართველმა ხალხმა პრორუსი ადამიანი, რომელიც პუტინის ინტერესებს ატარებს, ალასანიამ უპასუხა, რომ ივანიშვილის უკან კრიმინალური სამყარო დგას, რომელიც სააკაშვილის დროს იდევნებოდა და ახლა საქართველოში არჩევნებს სწორედ ისინი ატარებენ.

„ეს მოხდა 2012 წელს, მაშინ ხალხი იყო მოტყუებული, რადგანაც ისინი არ აღიქვამდნენ ივანიშვილს პუტინის მარჯვენა ხელად გამომდინარე იქიდან, რომ ის იჯდა თავისთვის. იმ პერიოდისთვის ჩემი შვილი ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებდა ქვეყანაში, კორუფციის წინააღმდეგ, ქვეყანაში ასევ პრობლემები იყო უსაფრთხოების მხრივ და ჩემი შვილის დროს ეს სიტუაცია შეიცვალა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ღამე ქუჩაში გამოსვლა, ეს რეფორმები კი მტკივნეული აღმოჩნდა ვიღაცეებისთვის, განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო კრიმინალური სამყარო და კანონიერ ქურდებს მოუწიათ ქვეყნის დატოვება, შემდგომში კი ყველა გაერთიანდა და დაბრუნდნენ კიდევაც. საქართველოში არჩევნებს ეს ადამიანები, კრიმინალები ატარებდნენ და ფაქტობრივად 2012 წლიდან უკვე საქართველოს არჩევნები აღარ აქვს. როდესაც მიშა ჩამოვიდა საქართველოში, მაშინაც არჩევნები ტარდებოდა და მას ეგონა, რომ რამე გავლენას მოახდენდა  და ამ სიტუაციიდან გამოიყვანდა მოსახლეობას, თუმცა ის მოხვდა ციხეში და მოხვდა ძალიან მძიმე პირობებში. ის ციხეში აწამეს, იმ სააკაშვილისგან, რომელიც ალბათ თქვენც გახსოვდათ არაფერი აღარ დარჩა“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა