სოკ-ი უკრაინას: ეს ზიანს ისევ თქვენ მოგიტანთ

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუს და ბელარუს სპორტსმენებს, როგორც აგრესორი ქვეყნის და მისი მხარდამჭერი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო შეჯიბრებებში გამოსვლა შეუზღუდეს. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) სპორტულ ფედერაციებს რეკომენდაციით მიმართა, შეჯიბრებებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით დაუშვან. პირველი ვინც ეს გააკეთა, უიმბლდონის ტურნირია. ერთია, ჩოგბურთში რუსი და უკრაინელი სპორტსმენები აქამდეც გამოდიოდნენ, მაგრამ ბრიტანეთში – არა.

ამ რეკომენდაციების შემდეგ, უკრაინელები იმუქრებიან, რომ არ გავლენ იმ ტურნირებზე, სადაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ.

სოკ-ი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ოლიმპიური მოძრაობის მთავარი ორგანო უკრაინელებს აფრთხილებს, რომ ამ ყველაფერმა ზიანი, შესაძლოა, მათვე მოუტანონ.

„ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, ზიანს მხოლოდ უკრაინის სპორტულ საზოგადოებას მიაყენებენ და ვერანაირ გავლენას მოახდენენ ომზე, რომლის შეჩერება სურს მსოფლიოს და რომელსაც სოკ-ი გმობს.

ხელისუფლება არ უნდა წყვეტდეს, რომელმა სპორტსმენმა მონაწილეობა სად და რომელ ტურნირში მიიღოს. სამწუხაროდ, მსოფლიოში ძალიან ბევრი ომი, შეიარაღებული კონფლიქტი და კრიზისია. ლამის ყველა ოლიმპიურ თამაშებში ვხედავდით, როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს იმ ქვეყნების სპორტსმენები, რომელთა ქვეყნებს შორის ომი თუ კონფლიქტი იყო“, – ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები