ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას ბირთვული იარაღით ემუქრება





...
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებს პროვოკაციად მიიჩნევს და ვაშინგტონსა და სეულს აფრთხილებს, რომ მათ ბირთვულ სახელმწიფოსთან აქვთ საქმე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩრდ. კორეის სახელმწიფო ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს კომენტარი კვირას გამოქვეყნდა. „შეერთებულმა შტატებმა და მისმა თანამგზავრებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ სახელმწიფოს, რომელთანაც მათ აქვთ საქმე, აქვს რეალური ბირთვული დარტყმის შესაძლებლობები და ჩვენმა ხალხმა და არმიამ არ იციან ცარიელი სიტყვები“, - ნათქვამია კომენტარში. ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთ კორეა უახლოეს მომავალში იაპონიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ ამერიკული ატომური ავიამზიდი Nimitz-ის მონაწილეობით. სწორედ აღნიშნული იწვევს დიქტატორული ჩრდ. კორეის გაბრაზებას.